Monday, November 16, 2009

პროექტი

  • 1. პროექტის სახელი: „ფიროსმანი და თბილისი“
    2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები წარმოადგენენ ფიროსმანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. ძველი თბილისის არქიტექტურას, მისი შენობების, მოედნების და ქუჩების ისტორიას. ექსპოზიციაზე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს თემაზე: „მე და თბილისი“
    3. პროექტის სრული აღწერა:
    1. „ექსპოზიციის მოწყობა“–გაეცნობიან გამოფენის დანიშნულებას.
    2. „რას გვიამბობს ფიროსმანის ნახატები“–გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას და ბიოგრაფიას,იმდროინდელ თბილისურ ყოფას,მოიძიებენ ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციებს. წავლენ ხელოვნების მუზეუმში და მოეწყობა ექსკურსია ფიროსმანის მშობლიურ სოფელ–„მირზაანში“
    3. „ფაეტონით თბილისის ქუჩებში“–მოსწავლე გაეცნობა ძვ.თბილისის არქიტექტურას, მისი უბნების, ქუჩების ისტორიას და მოქალაქეთა ჩაცმულიბას.წავლენ ძვ.თბილისის უბნების მოსანახულებლად.
    4. „ძვ.თბილისი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“–მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მხატვრებს და მათ ნამუშევრებს, სადაც ძვ.თბილისია გამოსახული. შეძლებენ ნამუშევრის მხატვრული ანალიზის გაკეთებას და საკუთარი შთაბეჭდილების გამოხატვას.
    5. „თბილისი მოსწავლეთა შემოქმედებაში“– მოსწავლეები გარემოზე დაკვირვებით შექმნიან საკუთარ ნამუშევარს. წავლენ ჩანახატების გასაკეთებლად,გადაიღებენ ფოტოებს.
    6. „მოსაწვევი ბარათი“– გააკეთებენ პრეზენტაციაზე მოსაწვევ ბარათებს.
    4. მონაწილწთა ასაკი: 14–15 წელი.
    5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 ან 4 კვირა.
    6. პროექტის შესაძლო ქტივობები კლასში: პროექტში მონაწილე ბავშვები დაიყოფიან ორ ჯგუფად. ერთი „მეგზურების“ და ერთი „მხატვრების“,გადაინაწილებენ შესაბამის სამუშაოს.ასევე დაამუშავებენ მოძიებულ მასალას,შექმნიან საკუთარ ნახატებს და მოამზადებენ პრეზენტაციას (ppt) პროგრამის საშუალებით.
    7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოეწყობა გამოფენა მოსწავლეთა ნამუშევრების. შექმნება ბლოგი სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევარი აღნიშნულ თემაზე.
    8. სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი ბლოგის მეშვეობით, დაინტერესებული პირები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე.
    9. სამუშაო ენა: ქართული.
    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    • (ს.გ.VII.1.) მოსწავლე შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას.
    • (ს.გ.VII.3) აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და ასახავს ნამუშევარში. (ს.გ.VII.4) გამოსახავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებს და იდეებს ნამუშევარში. (ს.გ.VII.5) გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს.
    • (ს.გ.VII. 6.) თანამშრომლობს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
    • (ს.გ.VII.8.) ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის საშუალება. (ს.გ.VII.10.) მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
    • (ს.გ.VII.13.) ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
    11. პროექტის ფასილიტატორი: თიკო მაჭავარიანი
    12. პასილიტატორის ელ.ფოსტა: tikun100@gmail.com